ფლორიდაში ღამის კლუბში სროლას ორი ადამიანი ემსხვერპლა | Allnews.Ge

ფლორიდაში ღამის კლუბში სროლას ორი ადამიანი ემსხვერპლა

ფლორიდაში მდებარე ღამის კლუბში სროლა მოხდა, შედეგად სულ მცირე 2 ადამიანი დაიღუპა და 17 დაშავდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება.

გავრცელებული ცნობით, ქალაქ ფორტ მაიერსში მდებარე Club Blu-ს კლუბში ბოროტმოქმედი შეიჭრა და იქ მყოფებს ცეცხლი გაუხსნა.

მომხდარის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია, ადგილზე მუშაობენ სამართალდამცველები.

myquiz