თუ თურქეთი სიკვდილით დასჯას აღადგენს, ევროკავშირი მასთან მოლაპარაკებებს დაუყონებლივ შეწყვეტს | Allnews.Ge

თუ თურქეთი სიკვდილით დასჯას აღადგენს, ევროკავშირი მასთან მოლაპარაკებებს დაუყონებლივ შეწყვეტს

თუ თურქეთი სიკვდილით დასჯას აღადგენს, ევროკავშირი მასთან მოლაპარაკებებს დაუყონებლივ შეწყვეტს, - ამის შესახებ ევროკომისიის თავმჯდომარემ ჟან-კლოდ იუნკერმა ტელეკომპანია France 2-ვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

"თუ თურქეთი სიკვდილით დასჯას აღადგენს, ჩვენ დაუყონებლივ შევწყვეტთ მასთან მოლაპარაკებებს, რადგან ევროკავშირში არ არის იმ ქვეყნის ადგილი, რომლის საკანონმდებლო არსენალში სიკვდილით დასჯა არსებობს", - განაცხადა იუნკერმა.

მან ასევე თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში თურქეთი ევროკავშირში გაწევრიანებას ვერ შეძლებს.

myquiz