რუსი სპორტსმენები რიოს ოლიმპიურ თამაშებში მიიღებენ მონაწილეობას | Allnews.Ge

რუსი სპორტსმენები რიოს ოლიმპიურ თამაშებში მიიღებენ მონაწილეობას

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებით, რუსეთის ფედერაციის ნაკრები ბრაზილიაში გასამართ ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობას მიღებს. ამის შესახებ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრესრელიზშია აღნიშნული.

რაც შეეხება დოპინგის მიღებაში მხილებული რუსი სპორტსმენების რიოს ოლიმპიადაზე დაშვების საკითხს, კომიტეტის გადაწყვეტილებით, საერთაშორისო ფედერაციები სპორტის სახეობების მიხედვით მიიღებენ.

ცნობილია, რომ გამოძიების შედეგად, მსოფლიო ანტიდოპინგურმა სააგენტომ საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს რეკომენდაცია მისცა, რიოს თამაშებზე რუსეთის ნაკრები არ დაუშვას.

myquiz