ალეპოში საჰაერო თავდასხმის შედეგად ჩვილი ბავშვი დაიღუპა | Allnews.Ge

ალეპოში საჰაერო თავდასხმის შედეგად ჩვილი ბავშვი დაიღუპა

სირიის ქალაქ ალეპოში ოთხი საველე საავადმყოფო და სისხლის გადასხმის ცენტრი საჰაერო თავდასხმისას დაზიანდა. აღნიშნულ ინფორამციას ლონდონში მდებარე ადამიანის უფლებათა მონიტორინგის სირიული ცენტრი ავრცელებს.

"ფრანს პრესის" ცნობით, თავდასხმის შედეგად ჩვილი ბავშვი დაიღუპა. სამი საავადმყოფო ქალაქის აღმოსავლეთით ამბოხებულების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარეობდა, ერთი სამედიცინო დაწესებულება კი -სახელისუფლებო ძალების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.

ამ დრომდე დადგენილი არ არის, ვინ ახორციელებდა საჰაერო იერიშს, თუმცა სახელისუფლებო ძალები უკვე რამდენიმე თვის განმავლობაში ბომბავენ მეამბოხეების პოზიციებს.

myquiz