თურქეთის ხელისუფლებამ ფეთულა გიულენის თანაშემწე და "მარჯვენა ხელი" დააკავა | Allnews.Ge

თურქეთის ხელისუფლებამ ფეთულა გიულენის თანაშემწე და "მარჯვენა ხელი" დააკავა

თურქეთის ხელისუფლებამ ფეთულა გიულენის თანაშემწე და "მარჯვენა ხელი" დააკავა. აღნიშნულ ინფორმაციას "ბი-ბი-სი" ადგილობრივ საინფორმაციო სააგენტოებზე დაყრდნობით ავრცელებს. გავრცელებული ცნობით, ჰალის ჰანჯი თურქეთში სამხედრო გადატრიალების მოწყობის მცდელობამდე ორი დღით ადრე ჩავიდა.

სახელისუფლო საინფორმაციო სააგენტო "ანადოლუსის" მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შაბათს სამართალდამცველებმა ოპოზიციის ლიდერის ძმისშვილი მუჰამედ საით გიულენი ერზრმში დააკავეს. ის სახლმწიფო გადატრიალების პროცესში თანამონაწილეობაშია ეჭვმიტანილი.

თურქეთის ხელისუფლება და პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ყოფილ იმამსა და საზოგადო მოღვაწეს, ფეთულა გიულენს, რომელიც ამჟამად ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს, სამხედრო გადატრიალების ორგანიზატორად მიიჩნევენ.

გიულენმა მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდება რამდენჯერმე უარყო და განაცხდა, რომ ადამიანისთვის, რომელიც სამხედრო გადატრიალებების პროცესში თავად არაერთხელ დაზარალებულა, მსგავსი ბრალდება შეურაცხმყოფელია.

myquiz