„ტელეგრაფი“- მიუნხენის თავდასხმაში ეჭვმიტანილი ალი დევიდ სონბოლია | Allnews.Ge

„ტელეგრაფი“- მიუნხენის თავდასხმაში ეჭვმიტანილი ალი დევიდ სონბოლია

მიუნხენში სავაჭრო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი 18 წლის ირანელი ახალგაზრდას ვინაობა ცნობილი გახდა. ბრიტანული გამოცემა "ტელეგრაფის" ცნობით, თავდასხმა ალი დევიდ სონბოლიმ განახორციელა.

სამართალდამცველების ცნობით, ის ანდრეს ბრეივიკის მიერ განხორციელებული თავდასხმით იყო შთაგონებული. პოლიციის თანამშრომლების ინფორმაციით, თავდამსხმელის სახლის ჩხრეკისას აღმოჩენილ იქნა დიდი ოდენობით ბეჭდური სახის მასალა გაზეთებიდან და ჟურნალებიდან, სადაც საუბარი იყო მასობრივ თავდასხმებზე იარაღის გამოყენებით.

სამართალდამცველთა თქმით, ალი დევიდ სონბოლის ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ თავდასხმამდე ცოტა ხნით ადრე ალი სონბოლიმ სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" ქალის სახელით ექაუნთი დაარეგისტრირა და გაავრცელა ცნობა "მაკდონალდსში" უფასო საკვების შესახებ, რათა რაც შეიძლება მეტი ადამიანი შეეტყუებინა.

შეიარაღებულ თავდასხმას 10 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და 27 მძიმედ დაშავდა, 10 დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.

myquiz