თურქეთის პრეზიდენტის ხელმოწერილი კანონით, ბრალის წარდგენის გარეშე დაპატიმრების ვადა 30 დღემდე გახანგრძლივდა | Allnews.Ge

თურქეთის პრეზიდენტის ხელმოწერილი კანონით, ბრალის წარდგენის გარეშე დაპატიმრების ვადა 30 დღემდე გახანგრძლივდა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ხელი მოაწერა პირველ კანონს, რომლის თანახმად, ბრალის წარდგენის გარეშე დაპატიმრების ვადა 30 დღემდეა გახანგრძლივებული.

გარდა ამისა, ერდოღანმა ქვეყნის მასშტაბით 1 000-ზე მეტი კერძო სკოლის დახურვის განკარგულება გასცა.

ერდოღანის გადაწყვეტილებით, საქმიანობას შეწყვეტენ ასევე 1 229 საქველმოქმედო საზოგადოება და ფონდი, 35 სამედიცინო დაწესებულება, 19 პროფკავშირი, ფედერაცია და კონფედერაცია, ასევე 15 კერძო უმაღლესი სასწავლებელი.

როგორც დასავლური მედია აღნიშნავს, თურქეთში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი უფლებას აძლევს პრეზიდენტსა და მთავრობას, ახალი კანონები პარლამენტის თანხმობის გარეშე მიიღოს.

myquiz