ჩინეთში წყალდიდობის შედეგად 78 ადამიანი დაიღუპა | Allnews.Ge

ჩინეთში წყალდიდობის შედეგად 78 ადამიანი დაიღუპა

ჩინეთში წყალდიდობის შედეგად სულ მცირე 78 ადამიანი დაიღუპა. კიდევ 90 უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა.

ამის შესახებ ინფორმაციას "ბიბისი" ჩინეთის ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

სტიქიის გამო 16 მილიონ ადამიანს საკუთარი სახლების მიტოვება მოუწია. ყველაზე მეტად დაზარალდა პროვინცია ჰებეი და ჰენანი.

ადგილობრივი მცხოვრებლები აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ სტიქიის შესახებ წინასწარ არ აცნობა, რის გამოც საშიში რაიონის დატოვება ვერ მოასწრეს.

წყალდიდობით მიყენებული ზარალი 3 მილიარდ აშშ დოლარს აღწევს.

myquiz