ჰილარი კლინტონმა ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი დაასახელა | Allnews.Ge

ჰილარი კლინტონმა ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი დაასახელა

აშშ-ის პრეზიდენტობის სავარაუდო კანდიდატმა ჰილარი კლინტონმა ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე კანდიდატი დაასახელა. როგორც პოლიტიკოსი "ტვიტერის" საკუთარ მიკრობლოგში წერს, ის ვირჯინიის შტატის სენატორი ტიმოტი კეინი გახდება.

ორშაბათს ფილადელფიაში დემოკრატიული პარტიის ყრილობა იწყება, სადაც ოფიციალურად წარადგენენ პრეზიდენტობისა და ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატებს.

აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარე წლის 8 ნოემბერს გაიმართება.

myquiz