თურქეთი დროებით შეაჩერებს თავის ვალდებულებებს ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის შესრულებასთან დაკავშირებით | Allnews.Ge

თურქეთი დროებით შეაჩერებს თავის ვალდებულებებს ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის შესრულებასთან დაკავშირებით

თურქეთი დროებით შეაჩერებს თავის ვალდებულებებს ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის პრინციპების შესრულებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ გამოცემა Hurriyet-ი თურქეთის ვიცე-პრემიერ ნუმან ქურთულმუშის განცხადებაზე დაყრდნობით იტყობინება.

შესაბამისი გადაწყვეტილება თურქეთმა სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ მიიღო.

დღეს ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თურქეთში სამთვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ამასთანავე, ხელისუფლებაში აღნიშნეს, რომ ეს გადაწყვეტილება მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვაზე არანაირად არ აისახება.

"საგანგებო მდგომარეობა საფრანგეთმაც გამოაცხადა და მანაც შეაჩერა ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის მოქმედება. თურქეთში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება კონვენციის წინააღმდეგ მიმართული არ არის", - განაცხადა ვიცე-პრემიერმა ქურთულმუშმა.

 

myquiz