უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი იმედოვნებს, რომ ევროკავშირი უკრაინასა და საქართველოს უვიზო რეჟიმს მალე დაუწესებს | Allnews.Ge

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი იმედოვნებს, რომ ევროკავშირი უკრაინასა და საქართველოს უვიზო რეჟიმს მალე დაუწესებს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი იმედოვნებს, რომ ევროკავშირი უკრაინასა და საქართველოს უვიზო რეჟიმს მალე დაუწესებს. ამის შესახებ პაველ კლიმკინმა კიევში, "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"დიდი იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე უკრაინა და ჩვენი ქართველი მეგობრები ევროკავშირში მგზავრობას ვიზების გარეშე შეძლებენ", - განაცხადა კლიმკინმა.

მან ასევე აღნიშნა, "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნები ევროპისთვის პერსპექტიულ ბაზარს წარმოადგენს.

myquiz