ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური იარაღი გამოსცადა | Allnews.Ge

ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური იარაღი გამოსცადა

ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური იარაღი წყალქვეშა გემიდან გაუშვა. "ბი-ბი-სი"-ს ინფორმაციით, აღნიშნულ ცნობას სამხრეთ კორეის შეიარაღებული ძალები ავრცელებენ.

სეულის ინფორმაციით, ფხენიანმა რაკეტა ადგილობრივი დროით 11:30 სინპჰოს პორტიდან გაუშვა.

ჩრდილოეთი კორეის ხელისუფლებამ აღნიშნული ცნობა არ დაადასტურა. ოფიციალური სეულის განმარტებით, სავარაუდოდ, ფხენიანს ბალისტიკური რაკეტის გამოცდის კიდევ ერთი წარუმატებელი მცდელობა ჰქონდა.

მომხდართან დაკავშირებით პირველი კომენტარი იაპონიამ გააკეტა. ქვეყნის ხელსუფლების განმარტებით, ჩრდილოეთ კორეამ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია კიდევ ერთხელ დაარღვია.

გაერომ ჩრდილოეთი კორეის წინააღმდეგ სანქციები დააწესა, ფხენიანს ბალისტიკური რაკეტების გამოცდა და ამ სფეროსთან დაკავშირებული ნებისმიერი ტექნოლოგიის განვითარება ეკრძელება.

რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი, რომ სამხრეთი კორეა და ამერიკის შეერტებული შტატები კორეის ნახევარკუნძულზე ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებს განალაგებენ. ჯერ უცნობია კონკრეტულად სად განთავსდებიან ისინი და ვინ იქნება მართვაზე პასუხისმგებელი.

myquiz