კუნძულ იავაზე საცობში 12 ადამიანი გარდაიცვალა | Allnews.Ge

კუნძულ იავაზე საცობში 12 ადამიანი გარდაიცვალა

ინდონეზიის კუნძულ იავაზე საცობში 12 ადამიანი გარდაიცვალა. "ბი-ბი-სი"-ს ინფორმაციით, სიკვდილის მიზეზი დეჰიდრატაცია და სხეულის გადატვირთვა გახდა. საცობში, რომელიც 24 საათის განმავლობაში არ განიტვირთა, ათასზე მეტი ავტომანქანა მოჰყვა.

კუნძულზე გზებზე არსებული ვითარება ივლისის პირველი რიცხვებიდან, მუსლიმებისთვის წმინდა თვის, რამადანის, დასრულების მოახლოების პარალელურად, საგრძნობლად გაუარესდა.

2 ივლისისთვის ჯაკარტადან ტეგალის მიმართულებით მიმავალი გზის მონაკვეთზე გადაადგილება, ფაქტობრივად, შეწყდა. ვითარების დარეგულირება მხოლოდ 7 ივლისისთვის გახდა შესაძლებელი. საცობი 20 კილომეტრზე იყო გადაჭიმული.

სამართალდამცავები აცხადებენ, რომ გარდაცვლილთა რაოდენობა, შესაძლოა, 18-მდე გაიზარდოს.

myquiz