Hurriyet Daily News - სტამბოლის ტერაქტთან კავშირში ეჭვმიტანილი 11 უცხოელი დააკავეს | Allnews.Ge

Hurriyet Daily News - სტამბოლის ტერაქტთან კავშირში ეჭვმიტანილი 11 უცხოელი დააკავეს

სტამბოლში, ათათურქის სახელობის აეროპორტზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი კიდევ 11 პირი დააკავეს, რომელთა შორის რუსეთის მოქალაქეები არიან. ამის შესახებ თურქული გამოცემა Hurriyet Daily News-ი წერს.

გამოცემის თანახმად, სტამბოლის პოლიციის კონტრტერორისტულმა ქვედანაყოფმა დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" სავარაუდო წევრების დასაკავებლად სპეცოპერაცია დღეს ჩაატარა.

ბოლო მონაცემებით, სტამბოლში განხორციელებულ ტერაქტთან შესაძლო კავშირებისთვის ამ დროისთვის 24 ადამიანია დაკავებული, აქედან 13, მათ შორის 4 უცხოელი, გუშინ დააკავეს.

როგორც გუშინ სააგენტო "როიტერი" წერდა, სამი თვითმკვლელი ტერორისტი, რომელიც აეროპორტზე თავდასხმაში მონაწილეობდა, რუსეთის, უზბეკეთისა და ყირგიზეთის მოქალაქეები არიან.

"როიტერთან" საუბარში ანანიმურმა წყარომ თურქეთის მთავრობიდან უარყო ინფორმაცია, რომ ტერაქტის ორგანიზატორი შესაძლოა, ჩეჩენი აჰმედ ჩატაევი იყოს.

myquiz