ლონდონის ყოფილი მერი ბორის ჯონსონი დიდი ბრიტანეთის პრემიერის პოსტზე საკუთარ კანდიდატურას არ წარადგენს | Allnews.Ge

ლონდონის ყოფილი მერი ბორის ჯონსონი დიდი ბრიტანეთის პრემიერის პოსტზე საკუთარ კანდიდატურას არ წარადგენს

ლონდონის ყოფილი მერი ბორის ჯონსონი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პოსტზე საკუთარ კანდიდატურას არ წარადგენს. როგორც "ბიბისი" იტყობინება, ამის შესახებ თავად ჯონსონმა განაცხადა.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ პრემიერ-მინისტრის პოსტზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენის გადაწყვეტილება მიიღო დიდი ბრიტანეთის იუსტიციის მინისტრმა მაიკლ გოუვმა.

გარდა ამისა, საკუთარი კანდიდატურა დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა თერეზა მეიმაც წარადგინა.

მაიკლ გოუვისგან განსხვავებით, თერეზა მეი დიდი ბრიტანეთის ევროკავშირში დარჩენას უჭერდა მხარს.

დიდი ბრიტანეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრი დევიდ ქემერონი თანამდებობის დატოვებას მიმდინარე წლის ოქტომბერში გეგმავს.

myquiz