Hurriyet-ი - ათათურქის აეროპორტზე თავდასხმაში მონაწილე ერთ-ერთი ტერორისტი, შესაძლოა, ეთნიკური ჩეჩენი იყოს | Allnews.Ge

Hurriyet-ი - ათათურქის აეროპორტზე თავდასხმაში მონაწილე ერთ-ერთი ტერორისტი, შესაძლოა, ეთნიკური ჩეჩენი იყოს

ერთ-ერთი თვითმკვლელი ტერორისტი, რომელიც სტამბოლის ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტზე თავდასხმაში მონაწილეობდა, შესაძლოა, ეთნიკური ჩეჩენი ვინმე ოსმან ვადინოვი იყოს. ამის შესახებ თურქული გამოცემა Hurriyet-ი წერს.

გამოცემის თანახმად, თურქული სპეცსამსახურები ვარაუდობენ, რომ ის სტამბოლში სირიის ქალაქ რაქადან ჩავიდა, რომელიც დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ არაოფიციალურ დედაქალაქად მიიჩნევა.

წყაროებმა უსაფრთხოების სამსახურიდან დაუდასტურეს სააგენტო "როიტერს", რომ სამი თვითმკვლელიდან სულ მცირე ერთი უცხო ქვეყნის მოქალაქე იყო.

სტამბოლის ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარ ტერაქტს 42 ადამიანი ემსხვერპლა.

myquiz