ვლადიმერ პუტინმა თურქეთში ჩასვლასთან დაკავშირებული შეზღუდვის მოხსნის ბრძანება გასცა | Allnews.Ge

ვლადიმერ პუტინმა თურქეთში ჩასვლასთან დაკავშირებული შეზღუდვის მოხსნის ბრძანება გასცა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თურქეთში ჩასვლასთან დაკავშირებული შეზღუდვების მოხსნის ბრძანება გასცა. ამის შესახებ რუსული მედია იტყობინება.

გავრცელებული ინფორმაციით, რუსი ტურისტებისთვის თურქეთში ვიზიტზე არსებული შეზღუდვების გაუქმება პუტინისა და მისი თურქი კოლეგის, რეჯეპ ტაიპ ერდოღანის სატელეფონო საუბრის ერთ-ერთი თემა იყო.

პუტინმა განაცხადა, რომ სავაჭრო-ეკონომიკურ და სხვა სფეროებში ორმხრივი თანამშრომლობის აღსადგენად, რუსეთის მთავრობა შესაბამის თურქულ უწყებებთან მოლაპარაკებებს დაიწყებს.

თურქეთ-რუსეთის ურთიერთობა 2015 წლის ნოემბერში მომხდარი ინციდენტის შემდეგ გაუარესდა, როდესაც თურქულმა ავიაციამ რუსული ბომბდამშენი სუ-24 ჩამოაგდო.

ანკარის მტკიცებით, თვითმფრინავი თურქეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრა, რასაც მოსკოვი კატეგორიულად უარყოფდა.

myquiz