თურქეთში გლოვის დღე გამოცხადდა | Allnews.Ge

თურქეთში გლოვის დღე გამოცხადდა

თურქეთში დღეს ეროვნული გლოვის დღეა გამოცხადებული. ამის შესახებ "ბიბისი" იტყობინება. მთავრობის განკარგულებით, ქვეყნის მასშტაბით ყველა სახელმწიფო დროშა დაშვებულია.

ბოლო მონაცემებით, სტამბოლში მომხდარ ტერაქტებს 41 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულთა რაოდენობა 239-მდე გაიზარდა.

როგორც "ბიბისი" იტყობინება, ამის შესახებ სტამბოლის გუბერნატორმა ვასიპ შაჰინმა განაცხადა. მისი ინფორმაციით, დაღუპულთა შორის 13 უცხოელია.

მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დაღუპულთა შორის ირანისა და უკრაინის მოქალაქეები იყვნენ.

სტამბოლის ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში აფეთქებები და სროლა გუშინ ღამის საათებში მოხდა.

თურქეთის იუსტიციის მინისტრის ბექირ ბოზდაგის ინფორმაციით, ტერაქტები სამმა თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა.

თავდამსხმელებმა ჯერ ცეცხლი გახსნეს, შემდეგ კი თავი აიფეთქეს.

myquiz