სახელმწიფო დეპარტამენტი - თავდასხმები მხოლოდ აძლიერებს ჩვენს სურვილს, ტერორიზმთან ბრძოლაში თურქეთთან მჭიდროდ ვითანამშრომლოთ | Allnews.Ge

სახელმწიფო დეპარტამენტი - თავდასხმები მხოლოდ აძლიერებს ჩვენს სურვილს, ტერორიზმთან ბრძოლაში თურქეთთან მჭიდროდ ვითანამშრომლოთ

სტამბოლის ათათურქის აეროპორტში მომხდარ აფეთქებას, რომელსაც რამდენიმე ათეული ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი გამოეხმაურა.

"ამერიკის შეერთებული შტატები გმობს სტამბოლის ათათურქის აეროპორტზე განხორციელებულ თავდასხმას. ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ახლობლებსა და ოჯახის წევრებს, დაშავებულებს კი სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ. ჩვენ გამოძიების მიმდინარეობისას თურქეთის ხელისუფლებასთან მჭიდრო კავშირი გვქნება,"- ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ოფიციალურ განცხადებაში.

სახელმწიფო დეპარტამენტი ხაზს უსვამს, რომ მსგავსი თავდასხმები მხოლოდ აძლიერებს მათ სურვილს, დაეხმარონ რეგიონში მოქმედ ყველა იმ ძალას, რომელიც მშვიდობის დამყარებას ცდილობს.

"სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს ნატოს წევრ ქვეყანას. სამწუხაროდ, ეს სისხლიანი თავდასხმა ერთ-ერთია იმ ტერორისტულ აქტებს შორის, რომელიც თურქეთის მოქალაქეების წინააღმდეგ იყო მიმართული. მსგავსი თავდასხმები მხოლოდ აძლიერებს ჩვენს სურვილს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში თურქეთის ხელისუფლებასთან მჭიდროდ ვითანამშრომლოთ და დავეხმაროთ რეგიონში მოქმედ ყველა იმ ძალას, რომელიც მშვიდობის დამყარებას ცდილობს,"- აღნიშნულია განცხადებაში.

myquiz