ათათურქის აეროპორტში მომხდარი აფეთქებისას გარდაცვლილთა შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც არიან | Allnews.Ge

ათათურქის აეროპორტში მომხდარი აფეთქებისას გარდაცვლილთა შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც არიან

სტამბოლის ათათურქის აეროპორტზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა შორის ერთი უკრაინის და ერთი ირანის მოქალაქეა.

თურქული საინფორმაციო სააგენტოს "ჰურიეტის" ინფორმაციით, აღნიშნული ცნობა ორივე ქვეყნის ოფიციალურმა პირებმა დაადასტურეს.

საუდის არაბეთის მედია საშუალებების ინფორმაციით დაშავებულთა შორის საუდის არაბეთის 7 მოქალაქეა, თუმცა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.

ბინალი ილდირიმი - სამხილები მიუთითებს, რომ ტერორისტული აქტის უკან „ისლამური სახელმწიფო“ დგას

სტამბოლში გუშინ გვიან ღამით განხორციელებულ ტერორისტულ აქტზე ამ დრომდე არც ერთ ექსტრემისტულ დაჯგუფებას პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე არ აუღია, თუმცა ქვეყნის ხელისუფლება მომხდარში დაეშის მებრძოლებს ადანასაულებს.

myquiz