ბერლინში რამდენიმე დიპლომატიური ავტომანქანა დაწვეს, რომელთა შორისაც საქართველოს საელჩოს მანქანაც არის | Allnews.Ge

ბერლინში რამდენიმე დიპლომატიური ავტომანქანა დაწვეს, რომელთა შორისაც საქართველოს საელჩოს მანქანაც არის

ბერლინში რამდენიმე დიპლომატიური ავტომანქანა დაწვეს, რომელთა შორისაც საქართველოს საელჩოს ავტომანქანაცაა. ამის შესახებ ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

მათი განმარტებით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

"გუშინ ბერლინში, სამწუხაროდ, ადგილი ჰქონდა დიპლომატიური ნომრის მქონე რამდენიმე ავტომანქანის დაწვის ფაქტს, რომელთა შორისაც აღმოჩნდა საქართველოს საელჩოს მანქანა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება. უნდა აღინიშნოს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა გარკვეული ჯგუფი ასეთ ფაქტს ჩადის. ველოდებით გამოძიების შედეგებს", - განაცხადეს საგარეო უწყებაში.

გერმანიის პოლიციის ინფორმაციით, რამდენიმე საელჩოს ავტომანქანას ცეცხლი ექსტრემისტებმა წაუკიდეს

გავრცელებული ინფორმაციით, დიპლომატიურ ავტომანქანებს შორის, რომელიც ბერლინში დაწვეს, ერთ-ერთი ასევე საფრანგეთის საელჩოს მანქანაა.

myquiz