ინტერნეტში თურქეთის აეროპორტში მომხდარი აფეთქების კადრები ვრცელდება | Allnews.Ge

ინტერნეტში თურქეთის აეროპორტში მომხდარი აფეთქების კადრები ვრცელდება

ინტერნეტში თურქეთის აეროპორტში მომხდარი აფეთქების კადრები ვრცელდება. ვიდეოში ჩანს მამაკაცი, რომელსაც შუა აეროპორტში ესვრიან, თუმცა მიუხედავად ამისა, ის მაინც ახერხებს ასაფეთქებელი საშუალების ამოქმედებას.

ბოლო მონაცემებით, ათათურქის სახელობის აეროპორტში მომხდარ ტერაქტებს სულ მცირე 50-მდე ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულია 60 ადამიანი, აქედან ექვსის მდგომარეობა მძიმეა.

პასუხისმგებლობა მომხდარისთვის ჯერჯერობით არცერთ დაჯგუფებას არ აუღია, თუმცა, როგორც დასავლური მედია აღნიშნავს, ბოლო პერიოდში თურქეთში მომხდარი ძალადობრივი აქტები "ქურთისტანის მუშათა პარტიის" ან დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" მიერ იყო ორგანიზებული.

 

myquiz