ანგელა მერკელი - ვისაც ევროკავშირიდან გასვლა სურს, მოლოდინი არ უნდა ჰქონდეს, რომ ვალდებულებებს თავს აარიდებს, პრივილეგიებს კი დაიტოვებს | Allnews.Ge

ანგელა მერკელი - ვისაც ევროკავშირიდან გასვლა სურს, მოლოდინი არ უნდა ჰქონდეს, რომ ვალდებულებებს თავს აარიდებს, პრივილეგიებს კი დაიტოვებს

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ევროკავშირის ქვეყნებს ერთობისკენ მოუწოდებს. როგორც მერკელმა ბუნდესტაგში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ის მიესალმება ნებისმიერ წინადადებას, რომელიც ევროპას კრიზიდან გამოსვლაში დაეხმარება.

გერმანიის კანცლერის თქმით, ის ყველაფერს გააკეთებს ევროკავშირში განხეთქილების თავიდან ასაცილებლად.

გერმანიის კანცლერის მოსაზრებით, ევროკავშირს საკმარისი ძალა აქვს დიდი ბრიტანეთის გასვლის შედეგებთან გასამკლავებლად.

ანგელა მერკელმა ასევე განცხადა, რომ დიდ ბრიტანეთთან ევროკავშირიდან გასვლაზე მოლაპარაკებები იქამდე არ უნდა დაიწყოს, სანამ ლონდონი შესაბამის ფორმალურ პროცედურას არ აამოქმედებს.

"ვისაც ევროკავშირის ოჯახიდან გასვლა სურს, არ უნდა ჰქონდეს მოლოდინი, რომ ვალდებულებებს თავს აარიდებს, პრივილეგიებს კი დაიტოვებს", -განაცხადა მერკელმა.

myquiz