ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი - ევროკავშირის ლიდერები უნდა გადადგნენ | Allnews.Ge

ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი - ევროკავშირის ლიდერები უნდა გადადგნენ

დიდ ბრიტანეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგების გამო, ევროკავშირის ლიდერები უნდა გადადგნენ. როგორც "რადიო პოლონეთი" იტყობინება, ამის შესახებ ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა რიშარდ ჩარნეცკიმ განაცხადა.

მისი თქმით, რეფერენდუმის შედეგებისთვის ევროკავშირის სტრუქტურების წარმომადგენლები არიან პასუხისმგებელი, ამიტომ პოსტებზე უარი უნდა თქვან.

ჩარნეცკის მოსაზრებით, თანამდებობიდან უნდა წავიდნენ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი, ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი და ევროპარლამენტის პრეზიდენტი მარტინ შულცი.

myquiz