ევროკავშირის დამფუძნებელი ქვეყნები დიდ ბრიტანეთს მოუწოდებენ, ევროკავშირიდან გასვლის პროცესი მალე დაიწყოს | Allnews.Ge

ევროკავშირის დამფუძნებელი ქვეყნები დიდ ბრიტანეთს მოუწოდებენ, ევროკავშირიდან გასვლის პროცესი მალე დაიწყოს

ევროკავშირის დამფუძნებელი ქვეყნები დიდ ბრიტანეთს მოუწოდებენ, ევროკავშირიდან გასვლის პროცესი რაც შეიძლება მალე დაიწყოს. შესაბამისი განცხადება ბერლინში, ევროკავშირის 6 დამფუძნებელი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გაკეთდა.

გერმანიის საგარეო საწმეთა მინისტრის, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის განცხადებით, მოლაპარაკებების სწრაფად დაწყება აუცილებელია იმისთვის, რომ დანარჩენმა წევრებმა შეძლონ "ყურადღების გამახვილება გაერთიანებული ევროპის მომავალზე".

23 ივნისს დიდ ბრიტანეთში ჩატარებულ რეფერენდუმის შედეგად, ევროკავშირიდან გაერთიანებული სამეფოს გასვლის მხარდამჭერებმა გაიმარჯვეს.

მოგვიანებით, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ ქემერონმა განაცხადა, რომ მიმდინარე წლის ოქტომბერში გადადგება.

myquiz