სლოვაკეთში ევროკავშირიდან გასვლის შესახებ რეფერენდუმისთვის ხელმოწერებს აგროვებენ | Allnews.Ge

სლოვაკეთში ევროკავშირიდან გასვლის შესახებ რეფერენდუმისთვის ხელმოწერებს აგროვებენ

სლოვაკი ულტრამემარჯვენეები სლოვაკეთის ევროკავშირიდან გასვლის საკითხზე რეფერენდუმის ჩასატარებლად ელექტრონული ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ.

როგორც სააგენტო "როიტერი" იტყობინება, პეტიციის ინიციატორი ულტრამემარჯვენე "სახალხო პარტიაა".

"ახლა მშვენიერი დროა იმისთვის, რომ სლოვაკეთმა დატოვოს ევროპული "ტიტანიკი", რომელიც ნელ-ნელა იძირება. ამიტომ ორშაბათიდან ვიწყებთ კიდევ ერთი ჩვენი წინასაარჩევნო დაპირების შესრულებას - ვიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას ევროკავშირიდან სლოვაკეთის გასვლის თაობაზე", - განაცხადა პარტიის ლიდერმა მარიან კოტლებამ.

სლოვაკეთის კანონმდებლობის თანახმად, რეფერენდუმის ჩასატარებლად სლოვაკეთში, სადაც 5,4 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, 350 000 ხელმოწერა უნდა შეგროვდეს.

სლოვაკეთის ულტრამემარჯვენე "სახალხო პარტია" პარლამენტში მიმდინარე წლის მარტში ჩატარებული არჩევნების შედეგად მოხვდა.

myquiz