ნატო-ს სამიტის უსაფრთხოების უზრუნველყოფის გეგმის შესახებ ინფორმაციამ გაჟონა | Allnews.Ge

ნატო-ს სამიტის უსაფრთხოების უზრუნველყოფის გეგმის შესახებ ინფორმაციამ გაჟონა

ვარშავაში დაგეგმილი ნატო-ს სამიტის უსაფრთხოების უზრუნველყოფის გეგმის შესახებ ინფორმაციამ გაჟონა. ამის შესახებ Gazeta Wyborcza წერს.

გამოცემის თანახმად, პოლონური პოლიციის მთავარმა სამმართველომ ათობით ელექტრონულ მისამართზე გააგზავნა სამიტის უსაფრთხოების უზრუნველყოფის დეტალური გეგმა.

ამის გამო, ძალოვან უწყებებს გეგმის შეცვლა მოუწევთ, რადგან უცნობია, თუ ვინ მოიპოვა წვდომა აღნიშნულ ინფორმაციასთან.

პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მარიუშ ბლაშაკის განცხადებით, პოლიციის გენშტაბის უფროსმა, რომელიც პასუხისმგებელია მომხდარისთვის, თანამდებობა დატოვა.

პოლონური პოლიციის მიერ გავრცელებული წერილი შეიცავდა ინფორმაციას ვარშავის სამიტის სტუმართა ჩასვლის თარიღების, საათების, ადგილსამყოფელის შესახებ, პოლიციის, ჟანდარმებისა და სპეცდანიშნულების ძალების განლაგების ადგილების შესახებ, ასევე უსაფრთხოების ზომების უზრუნველყოფისთვის პასუხისმგებელი პირების მარშრუტებისა და მობილური ტელეფონების მონაცემებს.

ნატო-ს სამიტი ვარშავაში 8-9 ივლისს გაიმართება.

myquiz