ევროკავშირის წევრობის საკითხზე რეფერენდუმის ჩატარება, შესაძლოა, სხვა ქვეყნებმაც მოინდომონ | Allnews.Ge

ევროკავშირის წევრობის საკითხზე რეფერენდუმის ჩატარება, შესაძლოა, სხვა ქვეყნებმაც მოინდომონ

ევროკომისიის თავმჯდომარე ჟან-კლოდ იუნკერი არ გამორიცხავს, რომ დიდი ბრიტანეთის მსგავსად, ევროკავშირში წევრობის საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას ევროკავშირის სხვა ქვეყნებიც მოისურვებენ. სწორედ ამიტომ ევროკავშირის ლიდერებმა უნდა შეიმუშავონ გეგმა, თუ როგორ გაუწიონ წინააღმდეგობა ევროპელ პოპულისტებს და გააგრძელონ დიალოგი ევროკავშირის იმ ქვეყნებთან, სადაც უკმაყოფილების დონე მაღალია.

ჟან-კლოდ იუნკერის განცხადებით, აღნიშნული საკითხების შესახებ ევროკავშირის წარმომადგენლები მომავალ კვირას, ევროკავშირის რიგგარეშე სამიტზე იმსჯელებენ.

23 ივნისს, დიდ ბრიტანეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგად, გაიმარჯვეს გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირიდან გასვლის მხარდამჭერებმა.

მოგვიანებით ბრიუსელმა მოუწოდა ლონდონს, ევროკავშირიდან გასვლის პროცედურაზე მოლაპარაკებები დაუყოვნებლივ დაიწყოს.

myquiz