დიდ ბრიტანეთში ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი რეფერენდუმის ხელახლა ჩატარების პეტიციას აწერს ხელს | Allnews.Ge

დიდ ბრიტანეთში ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი რეფერენდუმის ხელახლა ჩატარების პეტიციას აწერს ხელს

დიდ ბრიტანეთში ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა რეფერენდუმის ხელახლა ჩატარების შესახებ პეტიციას მოაწერა ხელი.

როგორც "ბიბისი" იტყობინება, პეტიციაში, რომელიც პარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა, 555 000-ზე მეტი ადამიანი მოითხოვს ევროკავშირში წევრობის საკითხზე რეფერენდუმის შესახებ ახალი რეგულაციის დაწესებას.

ამ ინიციატივის თანახმად, ხელახალი რეფერენდუმი უნდა ტარდებოდეს იმ შემთხვევაში, თუ რეფერენდუმში მონაწილე ამომრჩევლის აქტივობა 75%-ზე ნაკლები იყო.

დიდი ბრიტანეთის პარლამენტი ვალდებულია განიხილოს ნებისმიერი პეტიცია, რომელმაც 100 000-ზე მეტი ხელმოწერა დააგროვა.

myquiz