რომის პაპი სომხეთში იმყოფება | Allnews.Ge

რომის პაპი სომხეთში იმყოფება

რომაულ-კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარი ფრანცისკე სომხეთის ხელისუფლებისა და ეკლესიის მეთაურის მიწვევით სამდღიანი ვიზიტით ერევანში ჩავიდა. მას აეროპორტში პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი მეუღლესთან და სრულიად სომეხთა კათალიკოს გარეგინ მეორესთან ერთად დახვდა. იგი მოგვიანებით1915 წლის მოვლენების შედეგად დაღუპულთა მემორიალს ეწვია და ყვავილებით შეამკო.

"ბი-ბი-სის" ინფორმაციით, რომის პაპმა დაადასტურა თავისი დამოკიდებულება სომეხთა 1915 წლის მასობრივ მკვლელობასთან დაკავშირებით და მას გენოციდი უწოდა.

პაპმა სომხეთს ურჩია, რეგიონის ზოგიერთ ქვეყანასთან დაძაბულობის გადალახვის გზები ეძებოს. ის გამოვიდა მოწოდებით, საერთაშორისო დავებში გაძლიერდეს ძალისხმევა, რათა მუშაობა დიალოგის რეჟიმში წარიმართოს.

myquiz