შოტლანდიის მთავრობა რეფერენდუმის მომზადებაზე მუშაობას იწყებს | Allnews.Ge

შოტლანდიის მთავრობა რეფერენდუმის მომზადებაზე მუშაობას იწყებს

შოტლანდიის მთავრობა დიდი ბრიტანეთის შემადგენლობიდან გასვლის თაობაზე ახალი რეფერენდუმის მომზადებაზე იწყებს მუშაობას. ამის შესახებ ტელეკომპანია "ბიბისი" იტყობინება.

შოტლანდიის მთავრობის მეთაურის, ნიკოლა სტერჯენის განცხადებით, შოტლანდიელებს ევროკავშირში დარჩენა სურთ.

"შოტლანდიამ ევროკავშირში დარჩენას დაუჭირა მხარი და ვაპირებ განვიხილო ყველა ვარიანტი, რომ ჩვენ ეს გავაკეთოთ", - განაცხადა სტერჯენმა.

მისი თქმით, შოტლანდიის მთავრობა დაიწყებს საჭირო საკანონმდებლო პროცედურების მომზადებას იმისთვის, რომ შოტლანდიის დამოუკიდებლობის საკითხზე რეფერენდუმი ჩატარდეს.

"ჩვენ მკაფიოდ დავადასტურეთ, რომ ევროკავშირის დატოვება არ გვსურს. გავაკეთებ ყველაფერს იმისთვის, რომ ჩვენი მისწრაფების რეალიზება მოხდეს", -აღნიშნა შოტლანდიის მთავრობის მეთაურმა.

myquiz