დიდი ბრიტანეთის პრემიერმა დევიდ ქემერონმა გადადგომის შესახებ განაცხადა | Allnews.Ge

დიდი ბრიტანეთის პრემიერმა დევიდ ქემერონმა გადადგომის შესახებ განაცხადა

დევიდ ქემერონი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პოსტს ოქტომბრისთვის დატოვებს. ამის შესახებ მან ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"ბრიტანელმა ხალხმა ევროკავშირის დატოვებას დაუჭირა მხარი, მათ სურვილს პატივს უნდა ვცემდეთ. ძალიან ვამაყობ, რომ ექვსი წლის განმავლობაში ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ვიყავი, მაგრამ, ჩემი აზრით, ქვეყანას ახალი ხელმძღვანელობა სჭირდება. ვფიქრობ, ჩვენ ახალი პრემიერ-მინისტრი ოქტომბრისთვის უნდა გვყავდეს", - განაცხადა დევიდ ქემერონმა.

დიდ ბრიტანეთში გუშინ ჩატარებული რეფერენდუმის შედეგად დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის მომხრეებმა გაიმარჯვეს.

რა მოხდება თუ დიდი ბრიტანეთი ევროკავშირიდან გავა?

ქემერონმა აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც გუშინ ჩატარებული რეფერენდუმის შედეგად, გაიმარჯვეს დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის მხარდამჭერებმა.

myquiz