დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის მომხრეებმა გაიმარჯვეს | Allnews.Ge

დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის მომხრეებმა გაიმარჯვეს

დიდ ბრიტანეთში ჩატარებული ისტორიული რეფერენდუმის საბოლოო შედეგები ამ წუთებში გახდა ცნობილი - დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის მომხრეებმა ოფიციალურად გაიმარჯვეს.

ევროკავშირიდან ქვეყნის გასვლას ამომრჩევლის 51,9%-მა დაუჭირა მხარი, 48,1 % წინააღმდეგი იყო.

გასვლის ყველაზე მეტი მხარდამჭერი დაფიქსირდა ინგლისსა და უელსში, ევროკავშირში დარჩენას კი - ლონდონში, შოტლანდიასა და ჩრდილოეთ ირლანდიაში.

რა მოხდება თუ დიდი ბრიტანეთი ევროკავშირიდან გავა?

რეფერენდუმის შედეგებთან დაკავიშრებით პირველი განცხადებები გაკეთდა, "გაერთიანებული სამეფოს დამოუკიდებლობის პარტიის" ლიდერმა ნაიგელ ფარაჯმა დღევანდელ დღეს დიდი ბრიტანეთის "დამოუკიდებლობის დღე" უწოდა და პრემიერ-მინისტრს დევიდ ქემერონს დაუყონებლივ გადადგომისკენ მოუწოდა.

ბრიტანული ფუნტის კურსი 30-წლიან მინიმუმამდე დაეცა

პოლიტიკოსებმა კი, რომლებიც დარჩენის მომხრენი იყვნენ, რეფერენდუმის შედეგები "კატასტროფად" შეაფასეს.

myquiz