რა მოხდება თუ დიდი ბრიტანეთი ევროკავშირიდან გავა? | Allnews.Ge

რა მოხდება თუ დიდი ბრიტანეთი ევროკავშირიდან გავა?

თუ დღეს ბრიტანელი ამომრჩეველი მხარს დაუჭერს ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლას, ეროვნული ვალუტა, ფუნტი, დოლართან მიმართებაში 15%-ით გაუფასურდება. პრემიერ-მინისტრი დევიდ ქემერონი კი დიდი ალბათობით, მეორე დღესვე თანამდებობას დატოვებს. ამის შესახებ "ბიზნეს ინსაიდერი" წერს.

ანალიტიკოსების შეფასებით, ეროვნული ვალუტა ევროკავშირიდან გასვლის შემთხვევაში გაუფასურდება ევროსთან მიმართებაშიც. ამასთან, მოკლევადიან პერიოდში ეკონომიკაში ქაოსია მოსალოდნელი, რაც გავლენას მოახდენს ბიზნესის წარმოებაზე და მოქალაქეების მხრიდან, დანახარჯების შემცირებაზე. შედეგად, 2017 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა იქნება მხოლოდ 1%, რაც იმაზე გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ამ დრომდე იყო ნავარაუდევი.

გამოიწვევს თუ არა დიდი ბრიტანეთის რეფერენდუმი დომინოს ეფექტს?

ექსპერტების პროგნოზით, ინფლაცია მომავალ წელს 3-დან 4.5%-მდე გაიზრდება. ასევე, თუ საერთაშორისო ბაზარზე ფუნტი გაიაფდება, მაშინ იმპორტირებული საქონელი გაძვირდება.

ამას გარდა, HSBC-ის პროგნოზით, ევროკავშირიდან გასვლის შემთხვევაში, ქემერონი იძულებული გახდება გადადგეს, ეს კი მთავრობაში არეულობას და ქაოსს გამოიწვევს.

რაც შეეხება ევროკავშირის სხვა წევრ ქვეყნებზე გავლენას, ბრიტანეთის გაერთიანებიდან გასვლამ შესაძლოა, დომინოს ეფექტი გამოიწვიოს და ევროკავშირიდან გასვლაზე ფიქრი სხვა ქვეყნებშიც დაიწყონ.

ბრიტანეთის გასვლა ევროპის მასშტაბით ულტრამემარჯვენე და ულტრამემარცხენე ძალების გაძლიერებას გამოიწვევს.

გაიზრდება კონტინენტზე ინვესტორების უნდობლობა.

ბრიტანელმა ამომრჩეველმა ევროკავშირიდან გასვლის შესახებ გადაწყვეტილება დღეს უნდა მიიღოს. ბოლო გამოკითხვების მიხედვით, გაერთიანებაში დარჩენას 45% უჭერს მხარს, 42% კი გასვლის მომხრეა.

სწორედ დღეს მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით გადაწყდება დიდი ბრიტანეთის მომავალი.

myquiz