აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი თავის მოქალაქეებს აფრთხილებს | Allnews.Ge

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი თავის მოქალაქეებს აფრთხილებს

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი თავის მოქალაქეებს ევროპაში მოგზაურობისას რეკომენდაციებს აძლევს.

კერძოდ, სახელმწიფო დეპარტამენტი მოქალაქეებს ევრო 2016-ის ჩემპიონატის პერიოდში საფრანგეთში მოსალოდნელი ტერაქტების შესახებ აფრთხილებს.

"სტადიონები, ფან-ზონები, გასართობი ცენტრები, სადაც მატჩების ტრანსლირება განხორციელდება, ტერორისტების პოტენციურ სამიზნეებს წარმოადგენს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

სახელმწიფო დეპარტამენტი, ასევე აფრთხილებს მოქალაქეებს, რომ საფრანგეთმა ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა 26 ივლისამდე გაახანგრძლივა.

კიდევ ერთი ქვეყანა, რომელიც ტერორისტების პოტენციური სამიზნე შეიძლება გახდეს, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, პოლონეთის ქალაქი კრაკოვია, სადაც ივლისის ბოლოს ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეები გაიმართება და 2,5 მილიონი ადამიანის სტუმრობა იგეგმება.

პოლონეთში 4 ივლისიდან 2 აგვისტომდე გაძლიერებული სასაზღვრო კონტროლი დაწესდება.

myquiz