საფრანგეთის ჩრდილოეთში წყალდიდობაა | Allnews.Ge

საფრანგეთის ჩრდილოეთში წყალდიდობაა

საფრანგეთის ჩრდილოეთში ძლიერმა წვიმამ წყალდიდობა გამოიწვია. საფრანგეთის ეროვნულმა მეტეოროლოგიურმა სამსახურმა ლუარეს რეგიონში, სადაც მდინარე ლუენი კალაპოტიდან გადმოვიდა, საგანგაშო მდგომარეობა გამოაცხადა.

სტიქიამ ასევე მნიშვნელოვნად დააზარალა პა დე კალეს რეგიონი. როგორც "ბი-ბი-სი" აღნიშნავს, გუშინ საღამოს და დღეს დილით ქვეყნის მასშტაბით საგანგებო სიტუაციების სამსახურის 4 500 გამოძახება დაფიქსირდა.

სააგენტო AFP იტყობინება, რომ სტიქიის გამო საფრანგეთის ჩრდილოეთში ასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, დატბორილია გზები.

ბოლო დღეების განმავლობაში ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში უამინდობის შედეგად უამრავი ადამიანი დაშავდა.

myquiz