იემენი ომის განახლების ზღვარზეა | Allnews.Ge

იემენი ომის განახლების ზღვარზეა

იემენში 14 -თვიანი ომი, რომელიც 2016 წლის აპრილში დასრულდა, განახლების ზღვარზეა.

საუდის არაბეთმა ჰუსიტი მეამბოხეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევასა და საუდის არაბეთის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტის გაშვებაში დაადანაშაულა.

საინფორმაციო სააგენტო "როიტერის" ინფორმაციით, საუდის არაბეთის შეიარაღებულმა ძალებმა რაკეტის ჩამოგდება შეძლეს, არაბმა ძალოვანებმა იემენში რაკეტის გამშვები ბაზაც გაანადგურეს.

სააგენტოს ცნობით შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

კოალიციამ საუდის არაბეთის მეთაურობით იემენში ინტერვენცია გასული წლის მარტში განახორციელა. საჰაერო თავდასხმების მთავარი მიზანი ქვეყნის პრეზიდენტის აბდ-რაბუ მანსურ ჰადის ხელისუფლების განმტკიცება და ამბოხებული ჰუსიტების პოზიციის შესუსტება იყო.

ომის შედეგად 6 ათას 200 ადამიანი დაიღუპა 2 მილიო 500 ათასზე მეტმა კი საცხოვრებელი ადგილი დატოვა.

myquiz