ინდოეთში ხანძარს 17 ჯარისკაცი ემსხვერპლა | Allnews.Ge

ინდოეთში ხანძარს 17 ჯარისკაცი ემსხვერპლა

ინდოეთის ჩრდილოეთით მდებარე შტატ მაჰარაშტრაში სამხედრო აღჭურვილობის საწყობში გაჩენილ ხანძარს 17 ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.

"ალ-ჯაზირას" ინფორმაციით, ხანძარს რამდენიმე აფეთქება მოჰყვა. შემთხვევის შედეგად ცხრამეტმა სამხედრო მოსამსახურემ მძიმე დაზიანება მიიღო. მიმდებარე დასახლებული პუნქტებიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. ადგილზე სახანძრო და სამაშველო სამსახურებია მობილიზებული. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დრომდე უცნობია.

"ალ ჯაზირას" ცნობით, ინდოეთში საბრძოლო აღჭურვილობის საწყობში ხანძარი იშვიათი შემთხვევა არ არის.

myquiz