ერაყში ტერორისტებმა მადრიდის "რეალის" 12 გულშემატკივარი მოკლეს | Allnews.Ge

ერაყში ტერორისტებმა მადრიდის "რეალის" 12 გულშემატკივარი მოკლეს

ერაყში, მადრიდის "რეალის" გულშემატკივართა კლუბში ოთხი ტერორისტის შეჭრას 12 ადამიანი ემსხვერპლა.

ამის შესახებ გამოცემა "დეილი სთარ" იუწყება.

შემთხვევა ერაყის დედაქალაქ ბაღდადიდან 65 კილომეტრის მოშორებით მდებარე ქალაქ ბააქუბაში შაბათს, 28 მაისს, უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალის მიმდინარეობისას მოხდა.

შეიარაღებული მებრძოლები შენობაში შეიჭრნენ და უმისამართო სროლა დაიწყეს.

დაჭრილია 8 ადამიანი. თავდასხმის ყველა მსხვერპლი 18-დან 30 წლამდე ასაკის ერაყის მოქალაქეა. სავარაუდოდ, მებრძოლები ტერორისტულ დაჯგუფება "ისლამურ სახელმწიფოს" წარმოადგენდნენ.

myquiz