"ისლამური სახელმწიფო" ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის დროს ინგლისისა და რუსეთის ნაკრებებს შორის მატჩისას თავდასხმას გეგმავს | Allnews.Ge

"ისლამური სახელმწიფო" ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის დროს ინგლისისა და რუსეთის ნაკრებებს შორის მატჩისას თავდასხმას გეგმავს

"ისლამური სახელმწიფო" ქალაქ მარსელში ფეხბურთში ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის ფარგლებში ინგლისისა და რუსეთის ნაკრებებს შორის დაგეგმილი მატჩის დროს თავდასხმას გეგმავს. ამის შესახებ გამოცემა The Sun-ი წერს.

გავრცელებული ცნობით, იგეგმება თვითმკვლელი ტერორისტების, ქიმიური იარაღით სავსე ე.წ დრონებისა და სხვა იარაღის გამოყენება. შესაბამისი ინფორმაცია პოლიციამ პარიზისა და ბრიუსელის ტერაქტებში ეჭვმიტანილის, სალაჰ აბდესლამის კუთვნილ "ლეპტოპში" აღმოაჩინა, სადაც აღნიშნულია რომ სამიზნე იქნება ინგლისელი გულშემატკივარი.

აბდესლამი დაკავებულია, თუმცა, არსებობს საშიშროება, რომ მისი გეგმები ტერორისტის თანამოაზრეებმა განახორციელონ.

myquiz