მოხუცთა თავშესაფარში გაჩენილ ხანძარს 17 ადამიანი ემსხვერპლა | Allnews.Ge

მოხუცთა თავშესაფარში გაჩენილ ხანძარს 17 ადამიანი ემსხვერპლა

უკრაინის დედაქალაქ კიევთან ახლოს მდებარე სოფელში მოხუცთა თავშესაფარში გაჩენილ ხანძარს 17 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

"ბი-ბი-სი"-ს ინფორმაციით, ორსართულიან თავშესაფარს 35 ბენეფიციარი ჰყავდა.

ადგილზე მობილიზებულმა სამაშველო და სახანძრო სამსახურის თანამშრომლებმა 18 ადამიანის გადარჩენა შეძლეს.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების მინისტრის განცხადებით, 5 ადამიანი ადგილობრივ საავადმყოფოში მძიმე დაზიანებებით გადაიყვანეს.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დრომდე უცნობია. თუმცა ვარაუდობენ, რომ ხანძარი ტელევიზორის აფეთქებამ გამოიწვია. უკრაინის პრემიერ -მინისტრმა ვლადიმირ გროისმანმა მომხდარს მძიმე დანაკარგი უწოდა და გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.

myquiz