ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ რუსეთს თურქეთთან ურთიერთობის აღდგენა სურს | Allnews.Ge

ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ რუსეთს თურქეთთან ურთიერთობის აღდგენა სურს

რუსეთს თურქეთთან ურთიერთობის აღდგენა სურს. ჩვენ რუსეთ-თურქეთის თანამშრომლობის უპრეცენდენტო დონეზე ასაყვანად მრავალი წელი ვიშრომეთ და ამ დონის შენარჩუნება რუსეთის ინტერესებში შედის, - რუსული მედიის ინფორმაციით, აღნიშნული განცხადება კრემლის ლიდერმა ვლადიმერ პუტინმა გააკეთა.

ქვეყნის პირველი პირის განმარტებით, ის თურქული მხარის მხრიდან ისმენს განცხადებებს, რომლის მიხედვითაც ანკარასაც სურს მოსკოვთან ურთიერთობის გაუმჯობესება, თუმცა ვლადიმერ პუტინი მიიჩნევს, რომ თურქეთი თანამშრომლობის აღსადგენად სათანადო ნაბიჯების გადადგმას არ ჩქარობს.

პუტინის განმარტებით, რუსეთის ოფიციალური პირები თურქეთისგან მსგავს ქმედებას არ ელოდნენ.

"ჩვენ ხომ არ ვაპირებდით თურქეთში, თურქი მეომრების წინააღმდეგ საბრძოლო ოპერაციის წარმოებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენი პასუხი სრულიად განსხვავებული და გაცილებით რადიკალური იქნებოდა", - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

თურქეთმა რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების სურვილი არაერთხელ გამოთქვა. ქვეყნის ახალი პრემიერ-მინისტრის ბინალი იალდირიმის განცხადებით, ქვეყნის ხელისუფლება მოსკოვთან თანამშრომლობის აღსადგენად მუშაობას აქტიურად განაგრძობს.

თურქეთმა რუსეთის სუ-24 ტიპის ავიაგამანადგურებელი გასული წლის ნოემბერში ჩამოაგდო, რამაც ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობა ჩიხში შეიყვანა.

myquiz