უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლად ანდერს ფოგ რასმუსენი დაინიშნა | Allnews.Ge

უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლად ანდერს ფოგ რასმუსენი დაინიშნა

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ თავის შტატგარეშე მრჩევლად ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივანი, ანდერს ფოგ რასმუსენი დანიშნა. ამის შესახებ "ბიბისი" წერს.

რასმუსენის შტატგარეშე მრჩევლად დანიშვნის შესაბამისი დოკუმენტი პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას რუსეთის სახელმწიფო დუმა უკვე გამოეხმაურა და მას მტრული ნაბიჯი უწოდა.

ანდერს ფოგ რასმუსენი ნატო-ს გენერალური მდივნის პოსტს 2014 წლის აგვისტომდე იკავებდა.

myquiz