სლოვაკეთის პრემიერი - ისლამის ადგილი სლოვაკეთში არ არის | Allnews.Ge

სლოვაკეთის პრემიერი - ისლამის ადგილი სლოვაკეთში არ არის

"ისლამის ადგილი სლოვაკეთში არ არის", - ამის შესახებ ევროპული მედიის ცნობით, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ განაცხადა. Euobserver-ის ინფორმაციით, ფიცო შიშობს, რომ მუსლიმი მოსახლეობა ქვეყნის ტრადიციებს შეცვლის.

აღსანიშნავია, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ევროკავშირის ტერიტორიაზე რეკორდული რაოდენობის მიგრანტი ჩავიდა.

მათი დიდი ნაწილი დასავლეთ ევროპის ქვეყნებში ცდილობდა დამკვიდრებას.

ამიტომაც ევროკომისია გამოვიდა წინადადებით ევროკავშირის ქვეყნებს თავშესაფრის მაძიებლები კვოტირების სისტემით გადაენაწილებინა.

აღნიშნულ ინიციატივას სლოვაკეთი მკაცრად ეწინააღმდეგება.

myquiz