აზერბაიჯანის სასამართლომ ხადიჯა ისმაილოვა გაათავისუფლა | Allnews.Ge

აზერბაიჯანის სასამართლომ ხადიჯა ისმაილოვა გაათავისუფლა

აზერბაიჯანის უზენაესმა სასამართლომ ჟურნალისტი ხადიჯა ისმაილოვა გაათავისუფლა.

სასამართლომ ჟურნალისტისთვის მისჯილი 7,5 წლით თავისუფლების აღკვეთა 3,5 წლით პირობითი სასჯელით შეცვალა.

ცნობილი ჟურნალისტი, რომელიც აზერბაიჯანის მთავრობაში კორუფციის შემთხვევებს იძიებდა, თავისუფლების აღკვეთა გასული წლის სექტემბერში მიუსაჯეს.

სასამართლომ ისმაილოვა გადასახადების გადახდისგან თავის არიდებაში, უკანონო სამეწარმეო საქმიანობასა და სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ცნო დამნაშავედ.

როგორც "ბიბისი" აღნიშნავს, საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები ისმაილოვას სასამართლო პროცესს პოლიტიკურად მოტივირებულ საქმედ აფასებდნენ.

myquiz