ნადეჟდა სავჩენკოს პირველი კომენტარი სამშობლოში დაბრუნების შემდეგ | Allnews.Ge

ნადეჟდა სავჩენკოს პირველი კომენტარი სამშობლოში დაბრუნების შემდეგ

მინდა ბოდიში მოვუხადო იმ ადამიანებს, რომლებიც დაპატიმრებული არიან მაშინ, როცა მე თავისუფალი ვარ, - ეს არის პირველი განცხადება, რომელიც უკრაინელმა მფრინავმა ნადეჟდა სავჩენკომ სამშობლოში დაბრუნების შემდეგ გააკეთა.

კიევის ბორისპოლის საერთაშორისო აეროპორტში ნადეჟდა სავჩენკო ათობით ჟურნალისტების წინაშე წარდგა და მოკლე განცხადება გააკეთა.

"მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ჩემთვის იბრძოდა. თქვენ იბრძოდით ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც გათავისუფლდება. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ თითოეული ბავშვი, რომელიც ახლა პატიმრობაშია, გათავისუფლდეს. მინდა ბოდიში მოვუხადო დედებს, რომელთა შვილებიც ანტიტერორისტული ოპერაციიდან არ დაბრუნდნენ, მაშინ როცა მე ცოცხალი ვარ", - განაცხადა სავჩენკომ.

უკრაინელი მფრინავი, რომელსაც რუსეთში 22-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, სამშბობლოში პრეზიდენტის თვითმფრინავით ცოტა ხნის წინ დაბრუნდა.

უკრაინული მედიის ცნობით, ის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს ადმინისტრაციაში გაემგზავრა.

 

 

myquiz