ორწლიანი პატიმრობის შემდეგ ნადეჟდა სავჩენკო კიევშია | Allnews.Ge

ორწლიანი პატიმრობის შემდეგ ნადეჟდა სავჩენკო კიევშია

ნადეჟდა სავჩენკო კიევში ჩავიდა. თვითმფრინავი ამ წუთებში კიევის ბორისპოლის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა. "პრეზიდენტის თვითმფრინავი, რომლის ბორტზე უკრაინის გმირი ნადია სავჩენკო იმყოფება, დაეშვა!" - აღნიშნული ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს ტვიტერის მიკრობლოგში გამოქვეყნდა.

უკრაინული მედიის ცნობით, აეროპორტში უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო იმყოფება.

დღეს რუსულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოსკოვსა და კიევს შორის პატიმრების გაცვლა მოხდა.

რუსულ მხარეს, ნადეჟდა სავჩენკოს სანაცვლოდ, უკრაინაში დაპატიმრებული რუსეთის ორი მოქალაქე, ევგენი ეროფეევი და ალექსანდრ ალექსანდროვი გადაეცა.

რუსეთში ნადეჟდა სავჩენკოს 2 ჟურნალისტის მკვლელობის ბრალდებით 22-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.

myquiz