"ინტერფაქსის" ინფორმაციით, უხლოეს საათებში ნადეჟდა სავჩენკოს უკრაინულ მხარეს გადასცემენ | Allnews.Ge

"ინტერფაქსის" ინფორმაციით, უხლოეს საათებში ნადეჟდა სავჩენკოს უკრაინულ მხარეს გადასცემენ

უკრაინის პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო როსტოვში ჩადის, სადაც უახლოეს საათებში უკრაინელ მფრინავს ნადეჟდა სავჩენკოს უკრაინულ მხარეს გადასცემენ.

ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სააგენტო "ინტერფაქსი" საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

წყაროს ცნობით, სავჩენკოს გადაცემის სანაცვლოდ, უკრაინული მხარე მოსკოვს რუს სამხედროებს, ევგენი ეროფეევსა და ალექსანდრ ალექსანდროვს გადასცემს, რომლებიც უკრაინაში იხდიან სასჯელს.

"უახლოეს პერიოდში პრეზიდენტის თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც ევგენი ეროფეევი და ალექსანდრ ალექსანდროვი იმყოფებიან, კიევიდან როსტოვში ჩავა, სადაც უკვე იმყოფება უკრაინელი ნადეჯდა სავჩენკო", - აცხადებს წყარო.

მისი ინფორმაციით, პატიმრების გაცვლა როსტოვის აეროპორტში მოხდება.

"ინტერფაქსის" მიმართვის შემდეგ კრემლში განაცხადეს, რომ სავჩენკოს გადაცემის საკითხზე არანაირი ინფორმაცია არა აქვთ.

myquiz