ზიმბაბვეში 18 წლამდე მოზარდების ქორწინება აიკრძალა | Allnews.Ge

ზიმბაბვეში 18 წლამდე მოზარდების ქორწინება აიკრძალა

ზიმბაბვეს საკონსტიტუციო სასამართლომ 18 წლამდე მოზარდების ქორწინება აკრძალა.

გადაწყვეტილება გენდერული თანასწორობის დაცვის და სიღარიბის დაძლევის კამპანიის გზაზე ერთ-ერთ დიდ გამარჯვებად ითვლება.

ეროვნულმა საკონსტიტუციო სასამართლომ ახალი კანონი მას შემდეგ შეიმუშავა, რაც ორმა ქალმა, ლავნეს მუძურუმ და რუვიმბო ცოფოძიმ, ბავშვების ქორწინების აკრძალვა მოითხოვა.

"10 წლის ვარ და უკვე განქორწინებული" - რა არის ადრეული ქორწინება

ქალბატონებმა განაცხადეს, რომ ადრეულ ასაკში იძულებითმა ქორწინებამ მათ განათლების უფლება წაართვა და ისინი, როგორც მილიონობით სხვა გოგონა, სიღარიბის მსხვერპლად აქცია.

myquiz