რუსეთმა უკრაინის საზღვართან 34 600 სამხედრო განალაგა | Allnews.Ge

რუსეთმა უკრაინის საზღვართან 34 600 სამხედრო განალაგა

რუსეთმა უკრაინის საზღვართან 34 600 სამხედრო განალაგა.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ანტიტერორისტული ოპერაციის შტაბის პრესცენტრი, სადაზვერვო მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

დაზვერვის ინფორმაციით, აქედან 6 500 რუსი სამხედრო დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ტერიტორიაზე იმყოფება.

ანტიტერორისტული ოპერაციის შტაბში აცხადებენ, რომ ქვეყნის საზღვართან მობილიზებულია ასევე, დიდი ოდენობით სამხედრო ტექნიკა.

myquiz